ტრანზიტის გაზრდა თუ რუსულ გაზზე დამოკიდებულება?!

ტრანზიტის გაზრდა თუ რუსულ გაზზე დამოკიდებულება?!

26 ოქტომბერს,მილანში ერთმანეთს  საქართველოს ენერგეტიკის  მინისტრი, ვიცე–პრემიერი კახა კალაძე და რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი შეხვდნენ.  მხარეებმა განიხილეს არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი. ასევე, დამატებითი მოცულობების მიწოდების შესაძლებლობა და პირობები.

კახი კალაძესა და “გაზპრომს” შორის გამართულ  მოლაპარაკებებს  საქართველოში ერთგვარი შეფასებები არ მოჰყოლია.

უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ენერგეტიკის მინისტრი მოლაპარაკებებს აწარმოებს არა იმისთვის, რომ საფრთხე შეექმნას ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობას, არამედ პირიქით, რომ მოხდეს ქვეყანაში ენერგო დივერსიფიცირება.

” ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მთავრობის მიერ “გაზპრომთან” წარმოებულ მოლაპარაკებებს “ქვეყნის ღალატს” უწოდებენ და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის, დღევანდელი განმარტების არ სჯერათ.

კახი კალაძის განცხადებას,რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებები მხოლოდ აზერბაიჯანში გაზის ნაკლებობითაა გამოწვეული, უარყოფს კომპანია SOCAR-ის მმართველი და აცხადებს,რომ საქართველოს მთლიანად აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით მომარაგება შესაძლებელია.

თბილისში “გაზპრომის” წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა თამარ ჩერგოლეიშვილის ორგანიზებით.

გიორგი მარგველაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი განცხადებით რთულ ვითარებაში მეტი დაძაბულობა შეიტანა

გიორგი მარგველაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი განცხადებით რთულ ვითარებაში მეტი დაძაბულობა შეიტანა

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ  განცხადებასაც  ეხმიანება  და ამბობს,რომ  მთავრობის მეთაურის  გამოსვლამ, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში.

პრეზიდენტის  თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა შექნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა. “მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკონ ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი დიპლომატებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობოებთან კონსულტაციებს იწყებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება  სამოქალაქო სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით მიიღო.