„ფიფა“ და წლის საუკეთესოები…

„ფიფა“ და წლის საუკეთესოები…

2016  წლის  11 იანვარს  “ოქროს ბურთის” დაჯილდოება  გაიმართა  ციურიხში.

2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეონელ მესი დასახელდა.არგენტინისა და “ბარსელონას” ფეხბურთელმა FIFA-ს “ოქროს ბურთის” მოპოვება მეხუთედ შეძლო.

     ვიდეო დაჯილდოების ცერემონიალიდან: მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებენ და “ოქროს ბურთს” გადასცემენ.

28 წლის არგენტინელმა ხმათა 41.33% მიიღო, “მადრიდის რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ 27.76%, ხოლო ნეიმარმა 7.86%.

  ლეონელ მესი  France Football-ის და FIFA-ს “ოქროს ბურთების” საერთო რაოდენობით  ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

fh

  „ინტერპრესნიუსი“ ლეო მესის სამადლობელ სიტყას აქვეყნებს:

“ჩემთვის დიდი პატივია, ისევ დავბრუნდე აქ და კიდევ ერთხელ, მეხუთედ მივიღო პრიზი. პრიზი, რომელსაც შარშან მაყურებელთა დარბაზიდან ვუყურებდი თუ როგორ დაისაკუთრა კრიშტიანომ. საოცარია მართლა, ვერც კი ვიჯერებ, რომ ეს ჩემი მეხუთე “ოქროს ბურთია”. როცა ბავშვი ვიყავი, ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც მე ამირჩია, ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩემ თანაგუნდელებს “ბარსელონაში” და არგენტინის ნაკრებში. მინდა მადლობა ვუთხრა ფეხბურთს, რომელმაც ყველაფერი მომცა ცხოვრებაში”, – განაცხადა მესიმ.

  ლეო მესის 2015 წელის შედეგები:

„ნეტგაზეთის“ინფორმაციით ლეო მესის შედეგებზე 61 თამაში, 52 გოლი და 26 შედეგიანი გადაცემა ირიცხება.ასევე  გოლი ყოველ 101 წუთში და საგოლე გადაცემა ყოველ 202 წუთში. მესიმ გასულ წელს ექვსივე საკლუბო გათამაშებაში გაიტანა გოლი, აქედან “ბარსელონამ” ხუთი ტურნირი მოიგო.

უფრო მეტი რამ ლეო მესის შესახებ:

 

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვენული სხვა ნომინაციები:

2015 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი კარლი ლოიდი(“ჰიუსტონ დაში”, აშშ) გახდა. 

karli

წლის საუკეთესო მწვრთნელები:

luis

                               „ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი  ლუის ენრიკე

f

    აშშ-ს ქალთა  ნაკრების  მწვრთნელი  ჯილ ელისი.

წლის საუკეთესო გუნდი:vfs

    პუშკაშის ჯილდო– წლის საუკეთესო გოლი ბრაზილიელ ვენდელ ლირას ეკუთვნის:

ფეირ-ფლეის ჯილდო -გადაეცა ფეხბურთის  იმ  ორგანიზაციებს, რომელებიც გასულ წელს დევნილებს ეხმარებოდნენ.rtf.PNG

ხმის მიცემის წესები:

„ნეტგაზეთი“ ავრცელებს ინფორმაციას “ოქროს ბურთზე” ხმის მიცემის წესების შესახებ.

FDS

ხმის მიცემაში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ მიიღეს. ორივე მათგანმა სამი ქულა ლიონელ მესის მიანიჭა, ორი კრიშტიანუ რონალდუს, ხოლო ერთ-ერთი ქულა რობერტ ლევანდოვსკისა და მანუელ ნოიერსს.